ავტორიზაცია

გადაწყვეტილია - ევერტონს გუნდისთვის ნამდვილად ლეგენდარული პიროვნება ტოვებს

გადაწყვეტილია - ევერტონს გუნდისთვის ნამდვილად ლეგენდარული პიროვნება ტოვებს
თარიღი 04 ივლ 2022, 22:31

დანკან ფერგიუსონი „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს პოზიციას ტოვებს.

Liverpool Echo-ს ინფორმაციით, „ირისებისთვის“ ლეგენდარული პიროვნება დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს და ამჟამად, გუნდის ძიებაში იმყოფება.

ფერგიუსონმა „ევერტონში“ საფეხბურთო კარიერის ლომის წვლილი გაატარა, კარიერის დასრულების შემდეგ კი, „გუდისონ პარკზე“ საკლუბო სტრუქტურაშიც მუშაობდა. 

სამი წლის წინ ის გარკვეული პერიოდით გუნდის დროებითი მთავარი მწვრთნელის თანამდებობასაც იკავებდა, სანამ გუნდი კარლო ანჩელოტის დანიშნავდა.