ავტორიზაცია

ოფიციალურად: პარი სენ-ჟერმენმა მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლება დაადასტურა

თარიღი 05 ივლ 2022, 15:58

მაურისიო პოჩეტინო „პსჟ-ს" ტოვებს.

პარიზულმა კლუბმა არგენტინელი მწვრთნელის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა.

„კლუბი მაურისიო პოჩეტინოს და მის შტაბს დიდ მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის და სამომავლოდ ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს." - ნათქვამია „პსჟ-ს" განცხადებაში.

არგენტინელმა პარიზული კლუბი 2021 წლის იანვარში ჩაიბარა, შემდეგ კი 2023-მდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.

პოჩეტინოსთან ერთად „პსჟ-მ" ესპანეთის თასი, სუპერთასი და ჩემპიონატი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი ერთხელ ნახევარფინალი ითამაშა, მეორედ მერვედფინალში გამოვარდა.