ავტორიზაცია

ჰოლანდის კონტრაქტში ორი სხვადასხვა გამოსასყიდი თანხაა გაწერილი - Marca

თარიღი 05 ივლ 2022, 16:11

ერლინგ ჰოლანდის „სიტისთან" გაფორმებულ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არის გაწერილი.

Marca-ს ინფორმაციით, ნორვეგიელის კონტრაქტში ორი სხვადასხვა ციფრია გაწერილი: კლუბებს მისი შეძენა 2024 წელს 200 მილიონ ევროდ შეეძლებათ, 2025-ში კი - 175 მილიონ ევროდ. 

გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისში გამოსასყიდი თანხის გაწერა კონტრაქტებში აკრძალულია, ჰოლანდის კლაუსულა „სიტიში" გარკვეული მიღწევების შემდეგ გააქტიურდება.

„რეალში" იციან ჰოლანდის კონტრაქტის დეტალების შესახებ და კლუბმა სწორედ ამის გამო აირიდა თავი ფეხბურთელის ამ ზაფხულს დამატება. გარდა ამისა, მადრიდმა ისიც იცის, რომ ნორვეგიელს ოდესმე მათი მაისურის მორგება ძალიან სურს.

იმის გამო, რომ წელს მადრიდელთა მთავარი სამიზნე კილიან მბაპე იყო, „რეალმა" ჰოლანდთან მოლაპარაკებები შეაჩერა და ფეხბურთელი „სიტიში" წავიდა, თუმცა „რეალის" ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ კარიმ ბენზემა 2024 წელს გუნდს დატოვებს და სწორედ ამ დროს შეძლებენ ისინი ჰოლანდის გამოსასყიდის გადახდას.