ავტორიზაცია

სონი: "გერმანელების ცრემლების დანახვისას მივხვდი, რომ შურისძიება შევძელი და ეს ძალიან მესიამოვნა"

თარიღი 06 ივლ 2022, 00:18

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა, კორეელმა სონ ჰიუნ მინმა მის მიმართ რასისტულ შეურაცხყოფაზე ისაუბრა.

კორეელი „ჰამბურგში“ 2008 წელს გადავიდა, 2013-2015 წლებში კი „ლევერკუზენში“ თამაშობდა.

„ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა გერმანიაში გადავედი და იქ მართლა ძალიან ბევრი რთული და წარმოუდგენელი მომენტი გადამხდა.

რასიზმს გადავაწყდი. ასეთი რთული დროის გადატანის შემდეგ, ბევრს ვფიქრობდი, რომ ერთხელაც შურს ვიძიებდი.“ - აღნიშნა სონმა.

2018 წლის მუნდიალზე სამხრეთ კორეამ გერმანიას 2:0 ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში მოუგო და მსოფლიოს იმდროისთვის მოქმედი ჩემპიონი მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩატოვა. იმ მატჩში სონმა მეორე გოლი გაიტანა (იხილეთ თავში).

„როცა ხალხი ტირის, როგორც წესი მათი ჩახუტება და დამშვიდება მინდება. მაგრამ გერმანელების ცრემლების შემხედვარე, ვგრძნობდი, რომ შურისძიება შევძელი და ეს ძალიან მომწონდა.“ - აღნიშნა ნახევარმცველმა.