ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ბრაზილიელი ნახევარმცველი პრემიერ ლიგის გუნდში გაყიდა

თარიღი 06 ივლ 2022, 00:29

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ანდრეას პერეირა კარიერას პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი „ფულემში“ გადავა, რომელსაც მისი ტრანსფერი 13 მილიონი ევრო დაუჯდება.

10 მილიონ ევროს „მანჩესტერი“ ახლავე მიიღებს, 3 კი - სხვადასხვა ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

კლუბებმა ტრანსფერზე ჯერ კიდევ წინა კვირას მოილაპარაკეს, ახლა კი „ფულემმა“ შეთანხმებას ფეხბურთელთანაც მიაღწია. ის გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

გასული სეზონი 26 წლის ბრაზილიელმა იჯარით „ფლამენგოში“ გაატარა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებისას „მანჩესტერი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს პოლ პოგბამ, ნემანია მატიჩმა და ხუან მატამ.

ზემოთ: იხილეთ პერეირას საუკეთესო გოლი მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით.