ავტორიზაცია

ტევესი: "ძალიან გამიხარდება, თუ მესი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს"

ტევესი: "ძალიან გამიხარდება, თუ მესი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს"
თარიღი 06 ივლ 2022, 10:32

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, კარლოს ტევესს სურს, რომ ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს.

"ძალიან გამიხარდება, თუ მესი ყატარში გაიმარჯვებს. ძალიან შეკრულ გუნდს ვხედავ. ერთად მიდიან დასასვენებლად, რაც უჩვეულოა".

"ტიტულის მოგების კარგი შანსები გვაქვს", - ციტირებს ამჟამად "როსარიო სენტრალის" მთავარი მწვრთნელის სიტყვებს TyC Sports-ი.

მოგეხსენებათ, კარიერის მანძილზე ტევესს "ბოკა ხუნიორსში", "კორინთიანსში", "ვესტ ჰემში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "მანჩესტერ სიტიში", "იუვენტუსსა" და "შანხაი შენხუაში" უთამაშია. მისი ბოლო კლუბი "ბოკა" გახლდათ, საიდანაც გასულ ზაფხულს წავიდა.

ტევესი ინგლისის 3-გზის ჩემპიონია: ორჯერ "იუნაიტედის", ერთხელ კი "სიტის" რიგებში. "ემიუსთან" ერთად მან 2008 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. "იუვენტუსის" რიგებში იტალიის ჩემპიონის ტიტულს 2-ჯერ დაეუფლა.

გარდა ამისა, არგენტინის ნაკრებთან ერთად კარლოსი 2004 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ტევესისა და მესის კომბინაცია

"ჩემი ნომერ პირველი გულშემატკივარი დავკარგე", - ტევესმა მამის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა