ავტორიზაცია

პაკეტას 4 ტოპ კლუბი დაუკავშირდა — ბრაზილიელის მომავალი გადაწყვეტილია

პაკეტას 4 ტოპ კლუბი დაუკავშირდა — ბრაზილიელის მომავალი გადაწყვეტილია
თარიღი 06 ივლ 2022, 10:42

"ლიონის" შემტევმა ნახევარმცველმა, ლუკას პაკეტამ ევროპული ტოპ კლუბების ყურადღება მიიპყრო, წერს გავლენიანი გამოცემა ESPN-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ბრაზილიელს "პარი სენ ჟერმენის", "მანჩესტერ სიტის", "არსენალისა" და "ტოტენჰემის" წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, მაგრამ მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ მიაღწიეს.

24 წლის ფეხბურთელი ამჟამინდელ გუნდში თავისი მდგომარეობით კმაყოფილია და წასვლა არ უნდა. სავარაუდოდ, იგი მომავალ სეზონსაც "ლიონში" გაატარებს.

მოგეხსენებათ, პაკეტა ფრანგულ კლუბს 2020 წლის სექტემბერში "მილანიდან" 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

გასულ სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.

პაკეტას გოლი პსჟ-ს კარში