ავტორიზაცია

ადებაიორი: "ვლადიმერ პუტინი მიყვარს, როგორც პიროვნება"

ადებაიორი: "ვლადიმერ პუტინი მიყვარს, როგორც პიროვნება"
თარიღი 06 ივლ 2022, 11:25

"არსენალის", "მანჩესტერ სიტის", "რეალისა" და "ტოტენჰემის" ექს-თავდამსხმელმა, ემანუელ ადებაიორმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესახებ ისაუბრა.

– რუსეთის პრემიერ ლიგის ბევრი ლეგიონერი - აფრიკიდან, ლათინო ამერიკიდან და სერბეთიდან - განსაკუთრებით ამ ზამთრამდე პუტინს აქებდა და ამბობდა, რომ მისნაირ პრეზიდენტს ისურვებდა. რას ფიქრობ შენ?

"პუტინი მიყვარს, როგორც პიროვნება. ცხადია, ხასიათის მქონე ადამიანია. თუ ამბობს "არა", მაშინ არა. თუ ამბობს "დაიხ", მაშინ დიახ".

"მასში ყველაზე მეტად დისციპლინის მაღალი დონე მომწონს. როცა რაღაცას ამბობს, აუცილებლად ასრულებს", - დასძინა ადებაიორმა.

ადებაიორის გოლი "არსენალის" კარში


ფიფას ყოფილი პრეზიდენტი: "ახლა პუტინი არ არის ის ადამიანი, რომელიც მე გავიცანი"