ავტორიზაცია

ოფიციალურად: დორტმუნდმა ჰოლანდის შესაცვლელად სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა

ოფიციალურად: დორტმუნდმა ჰოლანდის შესაცვლელად სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
თარიღი 06 ივლ 2022, 22:50

„ბორუსია დორტმუნდმა“ სებასტიან ალერის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ფეხბურთელი გუნდს „აიაქსიდან“ გერმანიის ვიცე-ჩემპიონებისთვის სარეკორდო 31+4 მილიონ ევროდ გადავიდა, საიდანაც 4 მილიონი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

28 წლის ფეხბურთელი „ფუტკრებმა“ ერლინგ ჰოლანდის შემცვლელად დაიმატეს და კონტრაქტი 2026 წლამდე გაუფორმეს, გუნდში ის 9-ნომრიან მაისურს მოირგებს.

გასულ სეზონში ალერმა 31 მატჩში 21 გოლი გაიტანა და ერედივიზიის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

ალეს ყველა გოლი წინა სეზონში: