მოთამაშეთა შეფასებები: ვინ მიიღო ყველაზე მაღალი და დაბალი შეფასება დინამო ბათუმიდან?
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო ბათუმი” სტუმრად “სლოვან ბრატისლავას” დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა.
გთავაზობთ მოთამაშეთა შეფასებებს GOAL.GE-ს ვერსიით. ყველაზე მაღალი შეფასება მეკარე ლაზარე კუპატაძემ მიიღო, ყველაზე დაბალი კი კაპიტანმა მამუკა კობახიძემ, რომელიც მოედნიდან გააძევეს.
მეკარე: ლაზარე კუპატაძე (8.5)
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (8.0). ოლექსანდრ აზაცკი (7.0), მამუკა კობახიძე (5.5), ირაკლი აზაროვი (7.5)
ნახევარმცველები: ბენჟამინ ტეიდი (6.0), სანდრო ალთუნაშვილი (7.0), ზურიკო დავითაშვილი (7.0), ირაკლი ბიძინაშვილი (6.5), ვლადიმერ მამუჩაშვილი (6.5)
თავდამახმელები: ჯოვინო ფლამარიონი (6.5)
შეცვლაზე შევიდნენ: მათე ვაწაძე, მილან რადინი, გიორგი ნავალოვსკი (შეფასების გარეშე), გიორგი რეხვიაშვილი (7.5)