ავტორიზაცია

დე იონგის ტრანსფერი მანჩესტერში იმის გამო ვერ იხურება, რომ ბარსელონას ფეხბურთელის ვალი აქვს - 20 მლნ ევრო

დე იონგის ტრანსფერი მანჩესტერში იმის გამო ვერ იხურება, რომ ბარსელონას ფეხბურთელის ვალი აქვს - 20 მლნ ევრო
თარიღი 07 Jul 2022, 13:49

ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც ფრენკი დე იონგი „მანჩესტერ იუნაიტედში" დღემდე ვერ გადადის.

წინა კვირაში „ემიუმ" ფეხბურთელის ტრანსფერი 65 მილიონ ევროდ შეათანხმა, კიდეც 25-ს კი კატალონიური კლუბი ბონუსების სახით მიიღებს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, დე იონგის გადასვლა „ემიუში" იმსი გამო გვიანდება, რომ 25 წლის ფეხბურთელს „ბარსელონას" ფეხბურთელის ვალი აქვს - პანდემიის დროს, ნიდერლანდელი ხელფასის გადახდის გადავადებას დათანხმდა.

დე იონგის წლიური ხელფასი „ბარსაში" 14 მილიონ ევროს შეადგენს, 2020/21-სეზონში ის ხელფასის დროებით 11 მილიონამდე შემცირებას დათანხმდა, გასულ სეზონში კი კიდევ 5 მილიონი დაიკლო.

შესაბამისად, „ბარსელონას" ფეხბურთელის წინაშე 16 მილიონი ევრო აქვს ხელფასის ვალი, კიდევ 4 მილიონი კი - სხვადასხვა ბონუსების, ჯამურად კი დე იონგს კლუბისგან 20 მილიონ ევრო აქვს მისაღები.