ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა და დაიხურა! ბარსელონას მცველი პრემიერ ლიგაში გადადის

შეთანხმება შედგა და დაიხურა! ბარსელონას მცველი პრემიერ ლიგაში გადადის
თარიღი: 07 ივლ 2022, 17:54

„ბარსელონას" ფრანგი მცველი კლემან ლენგლე კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონის „ტოტენჰემი" ფეხბურთელს ერთი წლით ინათხოვრებს. 

მხარეებს შორის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა და ლენგლე პრემიერ ლიგის გუნდში ერთი სეზონით გადადის. „ტოტენჰემს" ფრანგის გამოსყიდვის უფლება არ ექნება და თუ არაფერი შეიცვალა, მომდევნო ზაფხულს მცველი „ბარსელონაში" დაბრუნდება.

„დეზები" ლენგლეს იჯარაში გარკვეულ თანხას გადაიხდიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამდენს.

ანტონიო კონტეს „ტოტენჰემისთვის" ეს ამ ზაფხულს უკვე მესამე ხმაურიანი შენაძენია - აქამდე გუნდმა ივან პერიშიჩი და რიჩარლისონი დაიმატა.