ავტორიზაცია

ჟესუსი: "როცა არსენალზე ლაპარაკობ, ამ ფეხბურთელზე ფიქრობ"

ჟესუსი: "როცა არსენალზე ლაპარაკობ, ამ ფეხბურთელზე ფიქრობ"
თარიღი 07 ივლ 2022, 22:01

გაბრიელ ჟესუსმა „არსენალში“ გადასვლის შემდეგ „მეთოფეების“ ლეგენდაზე ისაუბრა.

„როცა არსენალზე ლაპარაკობ, ტიერი ანრიზე ფიქრობ. ტიერი უნიკალურია, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო.

თუმცა, არ მინდა ახალი ტიერი ანრი ვიყო. მსურს, ამ კლუბის ისტორიაში საკუთარი სახელი ჩავწერო.

აქ ვიქნები: 90 წუთი საჯარიმოში, გოლის გატანის და თანაგუნდელების დახმარების მცდელობაში - არამარტო გოლებით, არამედ ასისტებითაც, ბურთის ართმევებითაც, საკუთარ სტილში სირბილითაც.

არასდროს არ გავჩერდები, გუნდს და თანაგუნდელებს დავეხმარები - დიახ, მე ასეთი ვარ.“ - აღნიშნა ლონდონური გუნდის ახალწვეულმა.

გაბრიელ ჟესუსის საუკეთესო მომენტები მან სიტის მაისურით: