ავტორიზაცია

გორის დილა კონფერენც ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინურ კუპსთან დამარცხდა

გორის დილა კონფერენც ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინურ კუპსთან დამარცხდა
თარიღი 07 ივლ 2022, 22:45

უეფას კონფერენც ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილამ“ ფინურ „კუპსთან“ წააგო.

შეხვედრა ქართულმა გუნდმა სტუმრად გამართა და ანგარიშით 2:0 წააგო.

პირველი გოლი გორელებმა მატჩის 32-ე წუთზე გაუშვეს და მინიმალურ სხვაობაზე საპასუხო მატჩის წინ ინტრიგა იქნებოდა შენარჩუნებული, თუმცა 90+1 წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანეს და „დილას“ შანსები შემდეგ ეტაპზე გასვლასთან დაკავშირებით საგრძნობლად შეამცირეს.

საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, გორში გაიმართება.