ბაიერნს ლევანდოვსკის შემცვლელად მორატა შესთავაზეს, პასუხმა არ დააყოვნა
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ალვარო მორატა შეიძლებოდა "ბაიერნში" გადასულიყო.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების 29 წლის ფეხბურთელი რამდენიმე კვირის წინ მიუნხენურ გრანდს შესთავაზეს, მაგრამ "რეკორდმაისტერმა" გამოცდილ ფორვარდთან და მადრიდელებთან მოლაპარაკებების გამართვა იუარეს.
აღნიშნულ ინფორმაციას Bayern & Germany ავრცელებს, Sport1.de-ზე დაყრდნობით.
"ბაიერნის" წარმომადგენლები მორატაში რობერტ ლევანდოვსკის ღირსეულ შემცვლელს ვერ ხედავენ. თავის მხრივ, 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს "ბარსელონაში" გადასვლა უნდა.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, თავად ალვაროს "იუვენტუსში" დაბრუნება სურს, სადაც ბოლო ორი სეზონი იჯარის წესით გაატარა.