ოფიციალურად: ანხელ დი მარია იუვენტუსის ფეხბურთელია - არგენტინელმა ტურინში სათამაშო ნომერიც შეარჩია
„იუვენტუსმა“ ანხელ დი მარიასთან კონტრაქტი გააფორმა.
ტურინულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ არგენტინელი შემტევი გუნდს 2023 წლის ზაფხულამდე შეუერთდა.
„იუვე“ არ ასაჯაროვებს, მაგრამ პრესის ინფორმაციით, დი მარიას ხელფასი ტურინში წლიურად 6 მილიონი ევრო იქნება და ის ასევე გაითვალისწინებს სხვადასხვა ბონუსებსაც.
შეგახსენებთ, რომ დი მარიამ ბოლო შვიდი სეზონი „პსჟ-ში“ გაატარა, რომელთანაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი ამოეწურა და ის „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ახალ გუნდში დი მარია 22-ნომრიან მაისურს მოირგებს.
Angel Di Maria - Welcome to Juventus: