ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონას მცველი ერთსეზონიანი იჯარით ტოტენჰემში გადავიდა

ოფიციალურად: ბარსელონას მცველი ერთსეზონიანი იჯარით ტოტენჰემში გადავიდა
თარიღი: 08 ივლ 2022, 22:46

„ბარსელონას“ მცველი კლემან ლენგლე „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი გახდა.

27 წლის ფრანგი ფეხბურთელი ლონდონურ გუნდში ერთწლიანი იჯარით, გამოსყიდვის უფლების გარეშე გადავიდა.

ამ ერთი სეზონის მანძილზე, „ბარსელონა“ და „ტოტენჰემი“ ლენგლეს ხელფასს შუაზე გაიყოფენ.

ფრანგი „ბარსაში“ „სევილიადან“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა და კატალონიურ გუნდში 159 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, 34 ყვითელი და 5 წითელი ბარათი მიიღო.