ავტორიზაცია

მარკო ასენსიოს პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

მარკო ასენსიოს პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 10 ივლ 2022, 12:04

მადრიდის „რეალის“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, მარკო ასენსიომ, კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

AS-ის ინფორმაციით, 26 წლის შემტევით „ნიუკასლი“ ინტერესდება, რომელიც მზადაა, ფეხბურთელი თავისი მრავალწლიანი პროექტის ერთ-ერთ მთავარ სახედ აქციოს.

ასენსიოს მომავალი გადაწყვეტას საჭიროებს, რადგან ფეხბურთელს 2023 წლის ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და „რეალს“ ამ ზაფხულსვე მისი გაყიდვა სურს.

„ნიუკასლის“ გარდა ფეხბურთელით „მან იუნაიტედი“, „ლივერპული“, „ჩელსი“ და „მილანი“ ინტერესდებიან.

ასენსიო „რეალის“ ფეხბურთელი 2015 წლიდან არის, თუმცა პირველ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს.

მარკო ასენსიოს 14-ვე გოლი 2021/22-სეზონში: