ავტორიზაცია

ლიონიდან ლიდერმა გუნდიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, მისი შეძენა პრემიერ ლიგის ორ გუნდს სურს

ლიონიდან ლიდერმა გუნდიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, მისი შეძენა პრემიერ ლიგის ორ გუნდს სურს
თარიღი 10 ივლ 2022, 16:15

„ლიონის“ შემტევმა ნახევარმცველმა ლუკას პაკეტამ კლუბის ხელმძღვანელობას სხვა გუნდში გადასვლის თხოვნით მიმართა.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელს კარიერაში ახალი გამოწვევის მიღება სურს და პრემიერ ლიგაში უნდა ძალების მოსინჯვა.

ამჟამად, პრემიერ ლიგის ორმა გუნდმა გამოთქვა ბრაზილიელის დამატების სურვილი. საუბარია „არსენალზე“ და „ნიუკასლზე“. 

პაკეტა 2020 წლის სექტემბერში „ლიონში“ „მილანიდან“ 20 მილიონ ევროდ გადავიდა და ფრანგულ გუნდში 77 ჩატარებულ მატჩში 21 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.