ჰოლანდი მანჩესტერ სიტიში გადასვლის შესახებ: "კმაყოფილებას ვგრძნობ, ბრწყინვალე გუნდი გვყავს"
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა "ქალაქელთა" რიგებში გადასვლის შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა.
"კმაყოფილებას ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, ერთად დიდებულ დროს გავატარებთ. რას ველი ამ სეზონისგან? გუნდის გაცნობას, კონტაქტის დამყარებას და სიამოვნების მიღებას. როცა სიამოვნებას ვიღებ, გოლებს ვიტან და მატჩებს ვიგებ".
"ვიმედოვნებ, წინასასეზონო მზადება სწრაფად ჩაივლის და მნიშვნელოვან მატჩებზე გადავალთ. ბრწყინვალე გუნდი გვყავს, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და თანდათან მოვუმატოთ".
"კარგი იქნება. მამაჩემმა აქ რამდენიმე წელი ითამაშა და სასიამოვნოა იმის გამეორება, რაც ოდესღაც მან გააკეთა. ეს რაღაც განსაკუთრებულია".
"წელიწადნახევრის წინ "სიტის" წინააღმდეგ ვითამაშე, განსაკუთრებული შეხვედრები იყო. ამ გუნდის ყველა მატჩს ვადევნებდი თვალყურს", - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს Sky Sports-ი.