ავტორიზაცია

BREAKING: ბარსელონა ლიდსს რაფინიას ტრანსფერზე შეუთანხმდა და დიდ თანხას გადაიხდის

BREAKING: ბარსელონა ლიდსს რაფინიას ტრანსფერზე შეუთანხმდა და დიდ თანხას გადაიხდის
თარიღი 11 ივლ 2022, 12:17

"ლიდსის" გარემარბი, რაფინია დიასი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს, იტყობინება გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური კლუბის მიერ გაკეთებული ბოლო სიტყვიერი წინადადება 72 მილიონ ევროს შეადგენს.

სავარაუდოდ, "ლიდსი" აღნიშნულ შეთავაზებას მაშინვე დათანხმდება, როგორც კი ოფიციალურად გაფორმდება. ახლა რაფინია თვლის, რომ "ბარსაში" გადასვლა გარდაუვალია.

ბრაზილიელი "ლიდსზე" ზეწოლას ახდენდა და უნდოდა, რომ კლუბი "ბლაუგრანას" წინადადებას დათანხმებოდა. მისი მთავარი ოცნება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ასპარეზობაა.

როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ი იტყობინება, "ბარსელონამ" და "ლიდსმა" ტრანსფერის პირობებზე სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, "ჩელსი" კი ბრძოლას გამოეთიშა. ვარაუდობენ, რომ გარიგებას ოფიციალურად უახლოეს დღეებში დახურავენ.

"ლიდსი" "ბარსასგან" თანხის რამდენიმე ნაწილად მიღებას დათანხმდა. კლუბის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა ამ თანხის ერთიანად გადახდის საშუალებას არ იძლევა. ამჟამად კლუბები გარიგების უმნიშვნელო დეტალებს ათანხმებენ.

გასულ სეზონში 25 წლის გარემარბმა პრემიერ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.