ავტორიზაცია

ტრანსფერი მალე დაიხურება — ტრინკაუ ბარსელონას ტოვებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს

ტრანსფერი მალე დაიხურება — ტრინკაუ ბარსელონას ტოვებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს
თარიღი 11 ივლ 2022, 12:52

"ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი, ტრინკაუ კატალონიური გრანდის რიგებს საბოლოოდ დატოვებს.

პორტუგალიელი, რომელმაც გასული სეზონი იჯარით "ვულვერჰემპტონში" გაატარა, კარიერას "სპორტინგში" გააგრძელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

ტრანსფერი 10 მილიონ ევროდ ფასდება, "ბარსელონა" გარკვეული თანხის სანაცვლოდ ტრინკაუს უკან შესყიდვის უფლებას დაიტოვებს.

როგორც იწერება, 22 წლის ფეხბურთელი ლისაბონურ კლუბთან 2027 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

გასულ სეზონში ტრინკაუმ ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.