ავტორიზაცია

VIDEO: "მეორე სახლში ჩამოვედი!" - ვაისის კომენტარი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ

თარიღი 12 ივლ 2022, 13:10

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "სლოვან ბრატისლავა" დაუპირისპირდებიან.

GOAL.GE "სლოვანის" მთავარ მწვრთნელს, საქართველოს ნაკრების ყოფილ თავკაცს ვლადიმირ ვაისს ესაუბრა.

"რთული თამაში იქნება, დინამო ბათუმმა სტუმრად კარგად და ორგანიზებულად ითამაშა და ხვალაც იგივეს უნდა ველოდოთ. ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

ჩემს მეორე სახლში ჩამოვედი. საქართველოში ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული წლები გავატარე. ჩვენი ურთიერთობა წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ აქ ბევრი კარგი მოგონება მაქვს, ბევრი მეგობარი მყავს და ეს დრო არასდროს დამავიწყდება", - გვითხრა ვაისმა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი