ავტორიზაცია

BREAKING: რაფინია დიასი ბარსელონას ფეხბურთელია!

BREAKING: რაფინია დიასი ბარსელონას ფეხბურთელია!
თარიღი 12 ივლ 2022, 23:29

„ლიდსის“ ბრაზილიელი შემტევი რაფინია დიასი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

„ბარსელონამ“ ინგლისურ გუნდთან სრულ შეთანხმებას მიაღწია - კატალონიური კლუბი ბრაზილიელ ფეხბურთელში 58 მილიონ ევროს გადაიხდის, დამატებითი ბონუსებით კი თანხამ შესაძლოა საბოლოოდ 67 მილიონი ევრო შეადგინოს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის ყველა დეტალი გაფორმდა და ტრანსფერი საბოლოოდ დაიხურა - უახლოეს პერიოდში, რაფინია „ბარსაში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან 5-წლიან კონტრაქტსაც გააფორმებს.

ბრაზილიელით პრემიერ ლიგის გუნდებიც ინტერესდებოდნენ და „ჩელსიმ“ „ლიდსთან“ შეთანხმებასაც მიაღწია, თუმცა ფეხბურთელს მხოლოდ „ბარსა“ სურდა და კატალონიურ გუნდს ბოლომდე დაელოდა.

შეაფასეთ კატალონიელთა ახალწვეული: