ავტორიზაცია

ოფიციალურად: რაფინია ბარსელონას ფეხბურთელია!

ოფიციალურად: რაფინია ბარსელონას ფეხბურთელია!
თარიღი 13 ივლ 2022, 17:08

„ბარსელონამ" „ლიდსის" ნახევარმცველის, რაფინია დიასის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

კლუბებმა 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს. ერთადერთი, რაც დარჩა - ფეხბურთელის მიერ სამედიცინო შემოწმების გავლაა, რის შემდეგაც ტრანსფერი საბოლოოდ დაიხურება.

ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბარსასთან" კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.

როგორც ცნობილია, „ლიდსი" „ბლაუგრანასგან" 58 მილიონ ევროს გარანტირებულად მიიღებს, კიდევ 7 მილიონი კი სხვადასხვა ბონუსები თიქნება გათვალისწინებული.

გასულ სეზონში რაფინიამ პრემიერ ლიგის 35 მატჩში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

გაეცანით რაფინიას შესაძლებლობებს: