ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონას ფორვარდი ინგლისურ კლუბში ითამაშებს

ოფიციალურად: ბარსელონას ფორვარდი ინგლისურ კლუბში ითამაშებს
თარიღი 13 ივლ 2022, 18:46

კატალონიის "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, რეი მანაი კარიერას "უოტფორდში" გააგრძელებს.

ალბანეთის ეროვნული ნაკრების 25 წლის ცენტრფორვარდმა ინგლისურ კლუბთან, რომელიც მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში იასპარეზებს, 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ "ბარსას" ფეხბურთელის შემდგომი გაყიდვიდან მიღებული თანხის 50% ერგება. გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მისი უკან შესყიდვის პრიორიტეტული უფლება ექნებათ.

ცნობისთვის, მანაი "ბლაუგრანას" 2020 წლის იანვარში "ალბასეტედან" 2 მილიონ ევროდ შეუერთდა და "ბარსელონა ბ"-ს ღირსებას იცავდა.

გასული სეზონი ალბანელმა ფორვარდმა იჯარის წესით "სპეციაში" გაატარა. სერია ა-ში ჩატარებულ 30 მატჩში მან 5 გოლის გატანა მოახერხა.