ავტორიზაცია

ოფიციალურად: მილანის გარემარბი გიორგი მამარდაშვილის ვალენსიაში გადავიდა

ოფიციალურად: მილანის გარემარბი გიორგი მამარდაშვილის ვალენსიაში გადავიდა
თარიღი 13 ივლ 2022, 19:22

"მილანის" აწ უკვე ყოფილმა გარემარბმა, სამუელ კასტილეხომ "როსონერი" დატოვა და ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნდა.

"ვალენსიამ", სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი ირიცხება, 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა. მხარეებმა 2025 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმეს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Marca წერს, ესპანელი "ღამურებს" უფასოდ შუეერთდა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მომავალ სეზონში იგი გარკვეულ სტატისტიკას დააფიქსირებს, "მილანი" შესაბამის ბონუსს მიიღებს.

ლა ლიგის კლუბში კასტილეხო ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობის ქვეშ ითამაშებს, ვისთან ერთადაც 2018/19 წლების სეზონში "როსონერიში" უკვე უმუშავია.

აღსანიშნავია, რომ იტალიურ გრანდში გატარებული 4 წლის განმავლობაში სამუმ სერია ა-ში საერთო ჯამში 86 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.