ავტორიზაცია

ნიუკასლი მზად არის თავისი სატრანსფერო რეკორდი დაამხოს

ნიუკასლი მზად არის თავისი სატრანსფერო რეკორდი დაამხოს
თარიღი 13 ივლ 2022, 22:36

"ნიუკასლი" "სოსიედადის" თავდამსხმელის, ალექსანდერ ისაკის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, იუწყება გამოცემა The Telegraph-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, "კაჭკაჭებს" შვედეთის ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელის ყიდვა სურთ, მაგრამ თანხის გადახდას მხოლოდ ნაწილ-ნაწილ გეგმავენ.

თავის მხრივ, ბასკურ კლუბს თანხის დიდი ნაწილის მიღება ამ ზაფხულსვე სურს. "სოსიედადი" მას 50-60 მილიონ ფუნტად აფასებს.

იმ შემთხვევაში, თუ "ნიუკასლი" გარიგებას წარმატებით დახურავს, მაშინ თავის სატრანსფერო რეკორდს დაამხობს. მოგეხსენებათ, ზამთარში ინგლისურმა კლუბმა "ლიონიდან" ნახევარმცველი, ბრუნო გიმარაეში 42 მილიონ ფუნტად შეიძინა და ამჟამად ის არის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი.

აღსანიშნავია, რომ ისაკს "სოსიედადთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.