ავტორიზაცია

"ქართული ფეხბურთი სწორ გზაზე დგას" - ვაისი ბათუმთან მოგების შემდეგ

"ქართული ფეხბურთი სწორ გზაზე დგას" - ვაისი ბათუმთან მოგების შემდეგ
თარიღი 14 ივლ 2022, 02:22

"დინამო ბათუმთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი "სლოვან ბრატისლავას" თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"საკმაოდ ემოციური მატჩი იყო. დინამო ბათუმმა თამაშით გვაჯობა და უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.

ბოლომდე მზად კვლავ არ ვართ, ახლა შევიკრიბეთ და შემდეგ ეტაპს ბევრად მომზადებულები უნდა შევხვდეთ.

ფაქტია, ქართული ფეხბურთი სწორ გზაზე დგას. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მეორე სახლს - საქართველოს და მიყვარხართ", - თქვა ვაისმა.