ავტორიზაცია

გეგუჩაძე: "ძლიერებს უმართლებთ, თავად ნახეთ რა ხდებოდა ბოლოს"

გეგუჩაძე: "ძლიერებს უმართლებთ, თავად ნახეთ რა ხდებოდა ბოლოს"
თარიღი 14 ივლ 2022, 02:29

"სლოვან ბრატისლავასთან" მარცხის შემდეგ კომენტარი "დინამო ბათუმის" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააკეთა.

"ძალები არ გვეყო და რესურსი დაგვაკლდა. თავად ნახეთ, რა ხდებოდა მატჩის მიწურულს, როცა ბურთზე კონტროლი დავკარგეთ და მხოლოდ ჩვენს ნახევარზე ვიყავით.

ძლიერებს უმართლებთ. ამ მარცხს მეტოქის გამართლებას ვერ დავარქმევდი. წარმატებებს ვუსურვებ სლოვანს და მის ქართველ ფეხბურთელებს.

ფეხბურთელების შეცვლა? ფიზიკურ კონდიციებთან საქმე არ გვაქვს. უბრალოდ, ტრავმის ალბათობა მაღალი იყო.

მოთამაშეებს დასვენების დღე მივეცი, კარგად გავანაალიზებთ ყველაფერს და შემდეგი თამაშისთვის მოვემზადებით", - თქვა გეგუჩაძემ.