ავტორიზაცია

VIDEO: კვარაცხელიას ყველა მომენტი დებიუტიდან - საოცარი მატჩი, გაბრუებული მცველები და დუბლი!

თარიღი 14 ივლ 2022, 22:10

სეზონის წინა მოსამზადებელი პირველი მატჩი "ნაპოლიმ" "ანაუნეს" წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 10:0 გაანადგურა.

ძირითად შემადგენლობაში იყო "ნაპოლის" ქართველი ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც დიდებული პირველი ტაიმი ჩაატარა.

კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა, საგოლე გადაცემა გააკეთა და ტრადიციულად, მარცხენა ფლანგზე შოუ დადგა.

ცნობილია, რომ ლუჩიანო სპალეტის გუნდი შემდეგ ამხანაგურ მატჩს 17 ივლისს, "პერუჯას" წინააღმდეგ გამართავს.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი