ავტორიზაცია

არიიიის! საოცარი დრამა და მოგებული პენალტების სერია! საბურთალო შემდეგ ეტაპზეააა!

არიიიის! საოცარი დრამა და მოგებული პენალტების სერია! საბურთალო შემდეგ ეტაპზეააა!
თარიღი 15 ივლ 2022, 00:53

თბილისის „საბურთალომ“ კონფერენც ლიგის შესარჩევი ეტაპის 1/8-ფინალში ალბანურ „პარტიზანს“ სტუმრად დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში იმარჯვა.

პირველი მატჩი თბილისში ალბანელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, საპასუხო შეხვედრაში კი „საბურთალომ“ მეტოქეს ანალოგიური ანგარიშით, გულიაშვილის მიერ 53-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.

პირველი დარტყმა ჯინჯოლავამ გააფუჭა, თუმცა თანაგუნდელის შეცდომა შემდეგსავე დარტყმაზე თორნიკე მეგრელიშვილმა გამოასწორა და პენალტი თავადაც მოიგერია.

გადამწყვეტი მეგრელიშვილის მიერ მოგერიებული მეშვიდე პენალტი გამოდგა, რომელიც მან გეიეს აუღო და ქართულ გუნდს ბრწყინვალე გამარჯვება (5:4) მოუტანა.

ამრიგად, ასეთ დრამატულ სტილში თბილისური გუნდი შესარჩევი ეტაპის მეოთხედფინალში გავიდა.