ავტორიზაცია

ურთულესი გამოცდა - ვინ იქნება საბურთალოს მეტოქე საკვალიფიკაციოს შემდეგ ეტაპზე?

ურთულესი გამოცდა - ვინ იქნება საბურთალოს მეტოქე საკვალიფიკაციოს შემდეგ ეტაპზე?
თარიღი 15 ივლ 2022, 01:06

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის საბურთალომ კონფერენც ლიგის შესარჩევი ეტაპის 1/8-ფინალში ალბანური „პარტიზანი“ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

¼-ფინალურ დაპირისპირებაში თბილისიური გუნდის მეტოქე რუმინული „სტიაუა ბუქარესტი“ იქნება, რომელიც თავის საპლეიოფო გზას სწორედ „საბურთალოსთან“ მატჩით დაიწყებს, რადგან უეფას რეიტინგის გამო, პირველი ეტაპი ავტომატურად გაიარა.

პირველი მატჩი 21 ივლისს საქართველოში გაიმართება, საპასუხო კი - 28 ივლისს, რუმინეთში.

„სტიაუა ბუქარესტი“ რუმინეთის ისტორიაში საუკეთესო და ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, მათ ქვეყნის ჩემპიონობა 26-ჯერ იზეიმეს, თუმცა უკანასკნელად გამარჯვება 2014/15-სეზონში მოახერხეს. გასულ სეზონში, გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, ჩემპიონი კი „კლუჟი“ გახდა.