BREAKING: შეთანხმება შედგა - რობერტ ლევანდოვსკი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს!
33 წლის პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე „ბაიერნმა“ „ბარსელონას“ უთხრა, რომ ისინი მის ბოლო შემოთავაზებაზე თანახმა არიან და ლევანდოვსკის „კამპ ნოუზე“ გაუშვებენ.
უახლოეს პერიოდში კლუბები ყველანაირ დეტალს მოაგვარებენ და ამის შემდეგ, ტრანსფერი ოფიციალურადაც დაიხურება. მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეთანხმება მიღწეულია და დახურვაც უბრალოდ დროის ამბავია.
ჯერ კონკრეტული ციფრები ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ „ბაიერნმა“ „ბარსელონას“ 40+5 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა და ახლა, „ბლაუგრანამ“ მიუნხენელებს გაცილებით უკეთესი წინადადებით მიმართა.
დიდი შანსია, რომ ლევანდოვსკი „ბარსელონას“ უახლოეს უიქენდზეც შეუერთდეს, რის შემდეგაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.