ავტორიზაცია

ლაიფციგმა ბაიერნის პირველი შეთავაზება იუარა, სასურველი თანხა დაასახელა და დედლაინიც დააწესა

ლაიფციგმა ბაიერნის პირველი შეთავაზება იუარა, სასურველი თანხა დაასახელა და დედლაინიც დააწესა
თარიღი 16 ივლ 2022, 13:27

"ლაიფციგის" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ კონრად ლაიმერის "ბაიერნში" გაშვებაზე ჯერჯერობით უარს აცხადებს.

მიუნხენელებმა 25 წლის ავსტრიელის თაობაზე 20 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთეს, მაგრამ უარი მიიღეს.

როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, "ლაიფციგს" თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონის მიღება სურს, თანაც ერთიანად და არა ნაწილ-ნაწილ.

გარდა ამისა, კლუბმა დედლაინიც დააწესა - 30 ივლისამდე, როცა გერმანიის სუპერთასი გაიმართება. ამ თარიღის შემდეგ, ტრანსფერი დაიბლოკება.

თავის მხრივ, კონრადმა კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა და თქვა, რომ "ბაიერნში" გადასვლა უნდა - მიმდინარე ან მომავალ წელს. "ლაიფციგი" მზადაა იგი მომავალ ზაფხულს უფასოდ დაკარგოს, თუ მის პირობებს არ დააკმაყოფილებენ.

გასულ სეზონში ლაიმერმა ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.