ავტორიზაცია

შესაძლოა, საუდგეიტმა ყატარში გასამართ მუნდიალზე აუცრელი ფეხბურთელები არ წაიყვანოს

შესაძლოა, საუდგეიტმა ყატარში გასამართ მუნდიალზე აუცრელი ფეხბურთელები არ წაიყვანოს
თარიღი 16 ივლ 2022, 14:15

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა აუცრელი ფეხბურთელები არ წაიყვანოს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი იტყობინება, გარეტ საუდგეიტი ასეთ ვარიანტს განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ყატარში არსებული კორონავირუსული წესებია.

ინგლისის ნაკრების აუცრელ ფეხბურთელებს ქვეყანაში შესვლის შემდეგ 5-დღიანი თვითიზოლაცია მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ირანთან მატჩს გამოტოვებენ.

მოგეხსენებათ, ყატარში გასამართი მუნდიალი სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 18 დეკემბრამდე გასტანს.