ავტორიზაცია

აიალა მესის შესახებ: "არგენტინის ნაკრებში პატივს სცემენ, რადგან ყველას კუმირია"

აიალა მესის შესახებ: "არგენტინის ნაკრებში პატივს სცემენ, რადგან ყველას კუმირია"
თარიღი 16 ივლ 2022, 21:24

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, რობერტო აიალამ გუნდის კაპიტნის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"ალბისელესტეს" სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთმა წევრმა 35 წლის სუპერვარსკვლავის თვისებებზე საკუთარი აზრი გაგვიზიარა.

"ლეოში მიჯაჭვულობისა და ერთიანობის გრძნობას ვხედავ. ყველაფერს სერიოზულად ეპყრობა. პატივს სცემენ, რადგან ლეო ყველას კუმირია".

"სიყვარული, რომელსაც ჩუქნიან, - ეს ის არის, რასაც ყოველთვის ეძებდა. მესი ლიდერია, რომელიც რთულ მომენტებში ყოველთვის შენს გვერდით ჩნდება", - ციტირებს აიალას სიტყვებს არგენტინული მედია.

აღსანიშნავია, რომ მესი და აიალა ეროვნული გუნდის ღირსებას ერთად 2005 წლიდან 2007 წლამდე იცავდნენ.