გადაწყვეტილია - რეალი მორიგ ფეხბურთელს ყიდის
მადრიდის „რეალის“ იაპონელი შემტევი ტაკე კუბო „სოსიედადში“ გადასვლასთან არის ახლოს.
როგორც Marca იტყობინება, ფეხბურთელი ბასკურ გუნდში არა იჯარის წესით, როგორც ბოლო ორი სეზონი სხვადასხვა გუნდებში გადადიოდა, არამედ სრულფასოვანი ტრანსფერის სახით გადავა.
ირკვევა ისიც, რომ კუბოს შესაძლო მომდევნო გაყიდვიდან თანხის 50%-ს „რეალი“ მიიღებს, ზუსტად ისე, როგორც ეს ლუკა იოვიჩის კონტრაქტში გაიწერა.
მეტიც, „რეალს“ მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ფეხბურთელის გამოსყიდვა შეეძლება, თუ რა თქმა უნდა ამასობაში „სოსიედადი“ მას სხვა გუნდში არ გაყიდის.
გასული სამი ორი წელი კუბომ იჯარით გაატარა, „მალიორკაში“ (ორჯერ) და ასევე „ხეტაფესა“ და „ვილიარეალში“.