ცნობილია, თუ რატომ გააფორმა პსჟ-მ უკანასკნელი ტრანსფერი როგორც იჯარა - რეალურად, კლუბმა ფეხბურთელი შეიძინა

ცნობილი გახდა, რატომ გაფორმდა უგო ეკიტიკეს ტრანსფერი „პსჟ-ში“ როგორც იჯარა.
Goal France-ს ჟურნალისტი მარკ მეშენუა წერს, რომ პარიზელებმა 20 წლის ფორვარდის ტრანსფერი იჯარის და გამოსყიდვის უფლების წესით გააფორმეს, რათა ფინანსური ფეირ-პლეის წესი არ დაერღვიათ.
რეალურად, ეკიტიკე „პსჟ-ში“ სრულფასოვანი ტრანსფერით გადავიდა, „რეიმში“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 28.5 მილიონ ევროს მიიღებს, კიდევ 6.5 მილიონი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
ამ თანხის გარკვეულ ნაწილს „რეიმსი“ „პსჟ-სგან“ ამ სეზონშივე მიიღებს, დანარჩენს კი - შემდეგი წლების მანძილზე.
ლიგა 1-ს გასულ სეზონში ეკიტიკემ 24 მატჩში 10 გოლი გაიტანა და „რეიმსის“ საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
გაეცანით ფეხბურთელის შესაძლებლობებს ამ ვიდეოში: