ავტორიზაცია

მოლაპარაკებები სწრაფად და წარმატებით მიმდინარეობს — მანჩესტერ იუნაიტედი კიდევ ერთ ტრანსფერს ამზადებს

მოლაპარაკებები სწრაფად და წარმატებით მიმდინარეობს — მანჩესტერ იუნაიტედი კიდევ ერთ ტრანსფერს ამზადებს
თარიღი 17 ივლ 2022, 21:44

"პსვ ეინდჰოვენის" ჩამშლელი ნახევარმცველი, იბრაჰიმ სანგარე მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი, რუდი გალეტი იუწყება, კლუბებს შორის მოლაპარაკებები სწრაფად და წარმატებით მიმდინარეობს, ორივე მხარე პოზიტიურადაა განწყობილი.

პოტენციური ტრანსფერი 30-35 მილიონ ევროდ ფასდება - აღსანიშნავია, რომ 24 წლის კოტდ'ივუარელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 35 მილიონია.

სანგარე "პსვ"-ს ღირსებას 2020 წლის სექტემბრიდან იცავს, ეინდჰოვენელებს იგი ფრანგული "ტულუზადან" 7 მილიონად შეუერთდა.

გასულ სეზონში იბრაჰიმმა ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.