ავტორიზაცია

ბარსას ბრეიტუეიტი არ სჭირდება, თუმცა თავად ფორვარდს წასვლა არ უნდა — დანიელით ორი კლუბი ინტერესდება

ბარსას ბრეიტუეიტი არ სჭირდება, თუმცა თავად ფორვარდს წასვლა არ უნდა — დანიელით ორი კლუბი ინტერესდება
თარიღი 17 ივლ 2022, 23:13

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მარტინ ბრეიტუეიტმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, 31 წლის ფეხბურთელით "ვალენსია" და "სელტა" ინტერესდებიან.

თავად დანიელს "ბლაუგრანაში" დარჩენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხავის იგი აშშ-ში წინასასეზონო შეკრებაზე არ მიჰყავს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ დასრულდება ეს ისტორია. მიუხედავად ამისა, "ბარსას" ბრეიტუეიტი არ სჭირდება და შესაძლოა, ყველაფერი კონტრაქტის გაწყვეტით დამთავრდეს.

გასულ სეზონში მარტინმა ყველა ტურნირზე ერთად ტრავმის გამო მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა.