ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] კვლავ საქართველოში - გიორგი პაპუნაშვილის ახალი კლუბი ცნობილია!

[EXCLUSIVE] კვლავ საქართველოში - გიორგი პაპუნაშვილის ახალი კლუბი ცნობილია!
თარიღი 18 ივლ 2022, 22:00

რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ ქუთაისის "ტორპედო" 26 წლის შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა დატოვა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, პაპუნაშვილი საქართველოში დარჩება და დარჩენილ სეზონს "თელავის" რიგებში გაატარებს.

მოგეხსენებათ, "თელავის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია ცეცაძე დაინიშნა, რომელმაც პაპუნაშვილთან სწორედ "ტორპედოში" იმუშავა.

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ეროვნულ ნაკრებში კი 10 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

20 ტურის შემდეგ, "თელავს" 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი