BREAKING: დორტმუნდის ვარსკვლავურ ახალწვეულს სიმსივნე აღმოუჩინეს
ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა.
„დორტმუნდის ბორუსიას“ ვარსკვლავურ ახალწვეულს, სებასტიან ალერს დღეს ექიმებმა სათესლე ჯირკვლის სიმსივნე აღმოუჩინეს.
გუნდი „ვალენსიასთან“ (1:3) გასამართი მატჩის წინ ბაზაზე შეიკრიბა, რა დროსაც, სამედიცინო შემოწმებამ ფეხბურთელის პრობლემა დაადასტურა და კოტდიუვარელს სავარჯიშო ბაზის დატოვება მოუწია.
ჯერჯერობით დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის...
შეგახსენებთ, რომ სებასტიან ალერი „დორტმუნდში“ ამ ზაფხულს „აიაქსიდან“ 31 მილიონ ევროდ გადავიდა და გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.