ავტორიზაცია

ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ბაიერნში დე ლიგტის ტრანსფერს შეეწიროს

ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ბაიერნში დე ლიგტის ტრანსფერს შეეწიროს
თარიღი 19 Jul 2022, 11:14

როგორც იცით, მიუნხენის „ბაიერნმა" „იუვენტუსთან" მატეის დე ლიგტის ტრანსფერი შეათანხმა და ნიდერლანდელი უახლოეს პერიოდში მიუნხენურ გუნდში გადავა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, დე ლიგტის „ალიანც არენაზე" გადასვლას შესაძლოა ფრანგი მცველი ბენჟამინ პავარი შეეწიროს, რომელიც „ბაიერნმა" შესაძლოა ამ ზაფხულსვე გაყიდოს.

იწერება, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორს „ბაიერნი" 35 მილიონ ევროდ აფასებს და ფეხბურთელით „ჩელის", „იუვენტუსი" და მადრიდის „ატლეტიკო" ინტერესდებიან.

ისიც ითქვა, რომ „ბაიერნმა" პავარის შეძენა მადრიდის „რეალს" შესთავაზა, რომელიც მის ტრანსფერს ამ ეტაპზე არ განიხილავს.