ავტორიზაცია

მარსელო კარიერა შესაძლოა ფრანგულ ლიგა 1-ში გააგრძელოს

მარსელო კარიერა შესაძლოა ფრანგულ ლიგა 1-ში გააგრძელოს
თარიღი 19 ივლ 2022, 11:49

მადრიდის „რეალის" ყოფილი მცველი, მარსელო შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში ვიხილოთ.

Foot Mercato-ს ინფორმაციით, ბრაზილიელთან კონტრაქტის გაფორმება „ლიონს" შესთავაზეს. თუმცა, ფრანგულმა გუნდმა მარსელოს ფინანსური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

თანაც, „ლიონს" ურჩევნია, მარცხენა მცველის პოზიცია „ვილიარეალის" ფეხბურთელით, პერვით ესტუპინიანით გააძლიეროს.

Sport Mediaset კი იტყობინება, რომ მარსელოს ტრანსფერით „მარსელი" ინტერესდება, კერძოდ კი გუნდის ახალი მწვრთნელი იგორ ტუდორი.

34 წლის მცველმა „რეალი" თავისუფალი აგენტის სტატუსით ივნისის ბოლოს დატოვა.