"მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ცენტრალური მცველია", - ნაგელსმანმა დე ლიგტის ტრანსფერი შეაფასა
"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი "იუვენტუსის" აწ უკვე ექს-მცველის, მატეის დე ლიგტის ტრანსფერს გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერმა" 22 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი 67+10 მილიონ ევროდ იყიდა.
"ძალიან მიხარია, რომ დე ლიგტი შევიძინეთ. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ცენტრალური მცველია და ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ჩვენ აგვირჩია, რაც ჩვენთვის და ბუნდესლიგისთვის კარგის ნიშანია".
"გარდა ამისა, სტანდარტების დროს მეტოქისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ესეც მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, 7-8 გოლს გაიტანს".
"დე ლიგტს პირველად 4 კვირის წინ დავუკავშირდი. როგორც სადიო მანეს, მასაც მხოლოდ "ბაიერნში" უნდოდა გადმოსვლა. ბრწყინვალე ტრანსფერია", - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Bayern & Germany.