ავტორიზაცია

რაფინია დიასი: "ჩემი აზრით, ბარსელონა რეალზე უკეთესია"

რაფინია დიასი: "ჩემი აზრით, ბარსელონა რეალზე უკეთესია"
თარიღი 20 ივლ 2022, 13:35

კატალონიის "ბარსელონას" გარემარბის, რაფინია დიასის აზრით, მისი ახალი გუნდი მადრიდის "რეალზე" უკეთესია.

"ყოველთვის და ყველა მეტოქის წინააღმდეგ ცდილობ გოლის გატანას, მაგრამ თუ ეს დერბია, კიდევ უფრო მონდომებული ხარ".

"ყველაზე მთავარი გამარჯვებაა. თუმცა, ჩემი აზრით, მადრიდის "რეალზე" უკეთესები ვართ".

"ბარსელონას" რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებთანაც ჩინებულად მუშაობს. "ბარსა" ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის", - ციტირებს რაფინიას სიტყვებს Marca.

ცნობისთვის, "ბარსელონა" და "რეალი" 24 ივლისს, ლას ვეგასში, ტესტ-მატჩს გამართავენ.

მოგეხსენებათ, "ბლაუგრანამ" 25 წლის ფეხბურთელი "ლიდსიდან" 58 მილიონ ევროდ იყიდა, დამატებით 7 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული. თავად ბრაზილიელმა "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 2027 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.