ავტორიზაცია

პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია — ბაიერნის ფეხბურთელი კარიერას პრემიერ ლიგის კლუბში გააგრძელებს

პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია — ბაიერნის ფეხბურთელი კარიერას პრემიერ ლიგის კლუბში გააგრძელებს
თარიღი 20 ივლ 2022, 13:48

"ბაიერნის" ცენტრალური მცველი, კრის რიჩარდსი, დიდი ალბათობით, კარიერას ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელებს.

როგორც Sky Sport-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, ამერიკელი ფეხბურთელის გადაბირებას "კრისტალ პალასი" გეგმავს.

კლუბები 22 წლის უკანახაზელის ტრანსფერზე შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. გარიგება 15-20 მილიონ ევროდ ფასდება, ბონუსების ჩათვლით.

მოგეხსენებათ, რიჩარდსმა გასული სეზონი იჯარის წესით "ჰოფენჰაიმში" გაატარა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.