უკვე ოფიციალურად — პაულო დიბალა რომას ფეხბურთელია!
"რომამ" ოფიციალური საიტის მეშვეობით "იუვენტუსის" ყოფილი თავდამსხმელის, პაულო დიბალას ტრანსფერი დაადასტურა.
28 წლის სუპერვარსკვლავმა რომაულ კლუბთან 3 წელზე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
არგენტინელი, რომელმაც ამ ზაფხულს "ბებერი ქალბატონის" რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ჟოზე მოურინიოს გუნდში უფასოდ გადავიდა.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, "რომაში" დიბალას წლიური ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება, ბონუსების ჩათვლით.
მოგეხსენებათ, პაულო "იუვენტუსში" 2015 წლიდან თამაშობდა, ამ დროის განმავლობაში მან 293 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 115 გოლი გაიტანა და 48 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.