ავტორიზაცია

გადინება ეროვნული ლიგიდან - ქართველი ფორვარდი უზბეკეთში ითამაშებს

გადინება ეროვნული ლიგიდან - ქართველი ფორვარდი უზბეკეთში ითამაშებს
თარიღი 20 ივლ 2022, 17:24

ბოლო პერიოდში, ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელები სხვადასხვა ქვეყნებში მასობრივად მიდიან.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი თამაზ მაქაცარიაა, რომელიც კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ მაქაცარიამ რამდენიმე კვირის წინ გორის "დილა" დატოვა და უზბეკურ "ნეფტჩი ფარგონაში" გააგრძელებს.

12 ტურის შემდეგ, "ფარგონას: 11 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილს იკავებს.